Thursday, June 20, 2019

„მშობელთა ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა და მისი მოგვარების გზები“


                                 
„მშობელთა ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა და მისი მოგვარების გზები“
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
                                                               

                                                                 ნინა თათრიშვილი                   
                                                                სსიპ საგარეჯოს #3 საჯარო სკოლის
                                                                დაწყებითი კლასის  პედაგოგი
                                      
                                                                                               2018წ









სარჩევი
·         შესავალი
·         ინფორმაცია სკოლის შესახე
თავი I
1.1     პრობლემა და საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.2     პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
1.3     კვლევის მიზანი
1.4     კვლევის ამოცანები
  თავი II
2.1 პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის არსი
2.2 კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა

თავი III
3.1 ლიტერატურის მიმოხილვა
თავი IV
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
4.2 კვლევის მეთოდები
4.3 კვლევის ვადები
თავი V
5.1 კვლევის შედეგები
5.2 მონაცემთა ანალიზი
თავი VI
6.1 კვლევის მიგნებები
6.2 შესაძლო ინტერვენციები
6.3 განხორციელებული ინტერვენციები
 თავი VII
7.1 რეკომენდაციები
7.2 ინტერვენციების შედეგები და შეფასება
თავი VIII
8.1 დასკვნა
8.2 გამოყენებული ლიტერატურა
8.3 დანართები
                                    


                                                                  შესავალი
   სკოლის უპირველესი დანიშნულება არის მომავალი თაობის აღზრდა-განათლება და ცხოვრებისათვის მომზადება,რასაც დაწყებით კლასებში ეყრება საფუძველი.იმისთვის ,რომ მტკიცი და საიმედო იყოს მოსწავლეებში ეს საფუძველი, საჭიროა,მოსწავლის,მასწავლებლის და მშობლის შეთანხმებული,მჭიდრო თანამშრომლობა.
    დაწყებითი კლასის მოსწავლეებს(განსაკუთრებით პირველ კლასს) ჯერ არა აქვთ სწავლის შინაგანი მოტივაცია,მათ ჯერ ისევ თამაში აინტერესებთ. ეს კი ქმნის სირთულეებს.ამ სირთულეების დასაძლევად საჭიროა მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი,ფრთხილი გააზრებული ჩარევა. რათა მათი დახმარებით სწავლება სახალისო და საინტერესო გავუხადოთ,გამოვუმუშავოთ დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები და გავუძლიეროთ სწავლის შინაგანი მოტივაცია. ეს ურთულესი პროცესია,რასაც მხოლოდ მასწავლებელი მშობლის თანადგომის გარეშე სრულყოფილად ვერ განახორციელებს.
     წარმოდგენილი ნაშრომი არის ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილებისა და პრაქტიკის კვლევის ანგარიში.იგი ეძღვნება საგარეჯოს N:3 საჯარო სკოლის დ/კლასების მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების ძიებას.
      ინფორმაცია სკოლის შესახებ
  ქ.საგარეჯოს ნომერ მესამე საჯარო სკოლა ხუთი წელია ჩართულია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში.დაწყებითის კათედრაზე გვყვავს ოთხი სერთიფიცირებული მასწავლებელი. დანარჩენი მასწავლებლებიც სისტემატურად გადიან სხვადასხვა ტრენინგ პროგრამებს.ამ ხუთი წლის მანძილზე თითოეულს ჩატარებული გვაქვს პროექტის ფარგლებში მრავალი საჩვენებელი გაკვეთილი მაღალი შეფასებებით.პროექტის ადმინისტრაციამ მოგვამარაგა ტექნიკური აღჭურვილობით,მრავალფეროვანი რესურსებით და დამხმარე საკითხავი ლიტერატურით,რასაც წარმატებით ვიყენებთ. კათედრის წევრები ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ:ვქმნით სასწავლო რესურსს,ერთობლივად ვგეგმავთ გაკვეთილებს და ერთმანეთს ვესწრებით;მოქმედებს ,,კრიტიკული მეგობრის’’ ინსტიტუტი. ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას.
    სკოლის ადმინისტრაცია გვიქმნის კარგ პირობებს მუშაობისთვის,მოსწავლეებს ემსახურება მიკრო ავტობუსი.
   ზემოთ აღნიშნული აქტივობების დახმარებით მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსწავლეებში სწავლის დონე,მაგრამ დაწყებითი კლასების მასწავლებლები შედეგებით კმაყოფილნი არ ვართ. თვითოეულ კლასში ჯერკიდევ არიან გონებაგახსნილი,სწავლის უნარის მქონე მოსწავლეები,რომლებიც ვერ ავლენენ თავიაანთ შესაძლებლობებს,აქვთ დაბალი მოსწრება და არც ყოფა-ქცევით გამოირჩევიან.
  
       თავი I
1.1        პრობლემა და საკვლევი საკითხის მიმოხილვა
  კვლევის საფუძველი გახდა ტესტირების შედეგები ანუ მოსწრების დონე და გაცდენილი საათების რაოდენობა, ანუ დასწრების დონე.მოსწავლეთა ნაწილს ჰქონდა გააზრებული კითხვის პრობლემაც.
  სკოლის დირექტორთან შეკრებისა და გასაუბრების შემდეგ შევიკრიბეთ დაწყებითი კლასების მასწავლებლები. ერთმანეთთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა,რომ მოსწავლეთა ერთი ნაწილი სკოლაში მოდის ხშირად მოუმზადებელი,არ ასრულებენ დავალებებს,არ დააქვთ საჭირო სასწავლო ნივთები და არ უფრთხილდებიან.ხშირად უმიზეზოდ აცდენენ გაკვეთილებს,მათი მშობლები იშვიათად აკითხავენ შვილებს,კლასის დამრიგებლების გაფრთხილებას და რჩევას ნაკლებად ითვალისწინებენ,ანუ პრობლემა მომდინარეობდა ოჯახებიდან,მშობლები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი შვილების სასკოლო საქმიანობით.
   1.2 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
  წინა წლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის სკოლებში ფუნქციონირებდა გახანგრძლივებული დღის ჯგუფები.განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის არსებობდა ცაკლე ჯგუფი,ეს აუცილებელიც იყო.აღნიშნულ ჯგუფებში პედაგოგები ეხმარებოდნენ მოსწავლეებს გაკვეთილების მომზადებაში და უყალიბებდნენ საჭირო უნარ-ჩვევებს დამოუკიდებელი მუშაობისთვის. ამჟამად ასეთი ჯგუფები აღარ არსებობს. მოსწავლეებს სახლში,მშობელთა დახმარებით უხდებათ გაკვეთილების მომზადება.მშობელთა თითქმის ნახევარი ვერ ან არ ეხმარება შვილებს გაკვეთილების მომზადებაში,რამაც გამოიწვია მოსწავლეთა ნაწილის დაბალი აკადემიური მოსწრება. მაშასადამე მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილა მშობელთა ჩართულობის დაბალი ხარისხი. თითქმის ყველა მშობელს სურს,რომ მისმა შვილმა მიიღოს კარგი განათლება. საჭირო იყო გაგვერკვია რა უშლიდათ ხელს მშობლებს. ამრიგად გამოიკვეთა კვლევის მთავარი კითხვა:
    რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს,რომლებიც განაპირობებენ მშობელთა დაბალ აქტიურობას შვილების სასკოლო ცხოვრებაში?

1.3  კვლევის მიზანი:
·        გავარკვიოთ მშობელთა დაბალი ჩართულობის მიზეზები
·        მოვძებნოთ პრობლემის მოგვარების ოპტიმალური გზები
·        ავამაღლოთ მშობლების მოტივაცია, რომ უფრო პოზიტიური ურთიერთობები დაამყარონ მასწავლებლებთან
1.4 კვლევის ამოცანები
·        მოსწავლეების,მშობლების და მასწავლებლების გამოკითხვა
·        ფოკუს ჯგუფის შექმნა და დისკუსიის საშუალებით პრობლემის იდენტიფიცირება
·        მონაცემთა ანალიზი
·        ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება
·        შედეგების და დასკვნების პრეზენტაცია

თავი II
2.1   პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის არსი
  კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება.პედ. პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემატური კვლევა,რომელიც ემსახურება მასწავლებელთა პროფესიონალიზმის დახვეწას,სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას; ახალი,ინოვაციური იდეების გამოცდას;კოლეგებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები
ერთიანდებიან,ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს,აღმოაჩენენ პრობლემას და მის გამომწვევ მიზეზებს,ერთად ეძებენ მისი მოგვარების გზებს.
   2.2  კველვაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა
1                         სსიპ ქ.საგარეჯოს ნომერ მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები(80 მოსწავლე)
2                         სსიპ ქ.საგარეჯოს ნეომერ მესამე საჯარო სკოლის I-IV კლასების მოსწავლეთა მშობლები(შერჩევით 40 მშობელი)
3                         მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის 6 მასწავლებელი
                                                                             სულ 126 რესპდენტი

თავი III
3.1  ლიტერატურის მიმოხილვა
     ახალგაზრდა თაობის სწორი აღზრდა-განათლება,დამოუკიდებლობის,შრომის მოყვარეობის,პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და მომავალი ცხოვრებისათვის მომზადება ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანია. განათლებული ადამიანი საზოგადოებისათვის და საკუთარი ოჯახისათვის მაშინ არის სასარგებლო,როცა ის მაღალი ზნეობის მქონეა. აღზრდა-განათლება - ეს ერთობლივი პროცესია, განათლების მიღებასთან ერთად ბავშვში უნდა ყალიბდებოდეს ეთიკურ-ზნეობრივი ნორმები. „სწავლამ უნდა გაუხსნას ბავშვს გონება,გაუნათლოს,შესძინოს ჭკუისა და ზნეობის ამამაღლებელი და ხალხში კეთილდღეობის მომფენი ცოდნა.’’(ი.გოგებაშვილი 1881წ.).
    განათლებული და უზნეო ადამიანი საზოგადოებისათვის უფრო საშიშია ვიდრე გაუნათლებელი. „წურთვნა მიმართულია ზნე-ხასიათის ზრდასა და განვითარებაზე, სწავლა კი გონების გახსნასა და მსჯელობის გაძლიერებაზე. ზნე-ხასიათის წურთვნა დიდად დამოკიდებულია ცოდნაზე.’’ (ილია ჭავაჭავაძე 1888წ.).
   განათლება,გონებრივი განვითარება, დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ზნე ხასიათის წრთვნა ურთულესი პროცესია,რასაც მარტო სასწავლო დაწესებულებები (ბაღი,სკოლა,უნივერსიტეტი) თავს ვერ გაართმევენ. მომავალი თაობის აღზრდა-განათების საქმეში ჩართული უნდა იყოს როგორც სასწავლო დაწესებულება,ისე ოჯახი და საზოგადოება. მხოლოდ ამ სამ რგოლს შორის პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების სწორი დელეგირება მოგვცემს დადებით შედეგს,სამივე მხარემ უნდა იტვირთოს თავისი წილი პასუხისმგებლობა.
      ბავშვის პირველი აღმზრდელი ოჯახია, პირველი მასწავლებელი დედაა, ოჯახისა და მშობლის დამსახურებაა ბავშვის ფიზიკური,სოციალური და გონებრივი მზაობა სკოლისთვის. ადრეულ სასკოლო ასაკში ყველაზე დიდ გავლენას მოსწავლის ემოციურ,ზნეობრივ და გონებრივ განვითარებაზე ახდენს ოჯახი და სკოლა, ამიტომ მნიშვნელოვანია ორივე რგოლის ჩართვა ისე,რომ ორივე აცნობიერებდეს თავის დანიშნულებას და მოვალეობას.
     „ტერმინი „მშობელთა ჩართულობა’’ აღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევების და სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ,ასევე სკოლაში. ის აერთიანებს მშობელსა და მასწავლებელს რათა მათი ერთიანი ძალისხმევით მოხდეს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება. მშობელთა ჩართულობა ნიშნავს მშობლის მონაწილეობას რეგულარულ,მრავალმხრივ კომუნიკაციაში მოსწავლის სასწავლო პროცესში სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში.’’ („მშობელთა ჩართულობა’’-რეკომენდაციები დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის. გვ.3. 2014წ.).
     მშობელთა ჩართულობა ნიშნავს უწყვეტ კომუნიკაციას სკოლასთან მშობლისათვის ხელმისაწვდომი ფორმით,მათთან მუდმივ დიალოგს, ბავშვის ოჯახის სოციალური და კულტურული დონის გათვალისწინებას საგანმანათლებლო პროცესში.
·        რატომ არის მნიშვნელოვანი მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში?
ა) მშობელები ყვლაზე უკეთ იცნობენ თავიანთ შვილებს,გავწვდიან ინფორმაციას ბავშის ხასიათის,ჩვევების,მიდრეკილებების შესახებ. მშობლების საშუალებით უკეთ ვეცნობით იმ სოციალურ და კულტურულ გარემოს,სადაც ბავშვი გაიზარდა და იმყოფება. ბაღისა და ადრეულ სასწავლო ასაკში ჯერ მშობლები არიან ავტორიტეტები შვილებისათვის, შემდეგ თანდათან მასწავლებლები ჩაენაცვლებიან. „ როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი,მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს.კვლევის თანახმად მოსწავლეები,რომელთა მშობლები აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში უკეთეს შედეგს აღწევენ,იღებენ უკეთეს ნიშნებს,აქვთ უფრო ხარისხიანად შესრულებული დავალებები და უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები. მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღაილია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით,კეთილგანწყობილნი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა’’. (მშობელთა ჩართულობა-რეკომენდაციები დირექ. და მასწ. გვ.4. 2014წ.).
ბ) მშობლის/ოჯახის ჩართულობა პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ყველა მონაწილე მხარეზე-ბავშვზე,მშობელზე,მასწავლებელზე,სკოლის ადმინისტრაციასა და თემზე. „მშობლის/ოჯახის ჩართულობა მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის. საბავშვო ბაღები და სკოლები იმ იშვიათ საზოგადოებრივ სივრცეს წარმოადგენს,სადაც განსხვავებული კულტურის,სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის,ეთნოსისა და შესაძლებლობების ბავშვები და უფროსები ერთ სივრცესში მოქმედებენ. სწორედ ამიტომ ისინი ბუნებრივად ატარებენ სოციალური ინკლუზიისა და დემოკრატიული ჩართულობის ხელშეწყობის პოტენციალს. არამხოლოდ მიკრო დონეზე,(ბაღი,სკოლა) არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.’’ (ი.აბულაძე-ინტერნეტ გაზეთი maswavlebeli.ge).
გ) მშობელთა ჩართულობა სასარგებლოა თვით მშობლებისთვისაც. მაღალი ჩართულობის დროს მშობლები სწორად აცნობიერებენ როგორც საკუთარ უფლებებს სკოლის წინაშე,აგრეთვე მოვალეობებს საკუთარი შვილის აღზრდა-განათლების საქმეში. მაღალი პასუხისმგებლობის მშობლები:
·         სკოლას უსახავენ რეალურ მოთხოვნებს
·         ეხმარებიან ბავშებს საშინაო დავალების მომზადებაში და წაახალისებენ მათ
·         რეგულარულად ხვდებიან მასწავლებლებს,იხილავენ ბავშვის პროგრესს ან ერთობლივად სახავენ გზებს წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად
·         მასწავლებლებისაგან იღებენ მეთოდურ კონსულტაციებს,ერთად ქმნიან სასწავლო თვალსაჩინოებს,დამხმარე რესურსს.
·         მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში და სხვა.
 დ) მშობელთა ჩართულობა სასარგებლოა სკოლის მასწავლებლებისთვისაც, ამ დროს იზრდება კომუნიკაციის ხარისხი,რაც ეხმარება პედაგოგს სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ. შედეგად მასწავლებელი გაითვაისწინებს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და მოარგებს სასწავლო პროცესს,რაც უკეთეს შედეგს მისცემს.
     ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე „მასწავლებლის ერთ-ერთი უმთავრესი პროფესიული მოვალეობაა მოსწავლეთა მშობლებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარება. ამ ურთიერთობამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობასა და სკოლაში სასურველი გარემოს ფორმირებას. მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევები მოწმობს,რომ მშობელთა ჩართულობის გარეშე სკოლებში განათლებისა და აღზრდის ხარისხის ამაღლება თითქმის შეუძლებელია. სკოლამ და ოჯახმა ერთობლივად უნდა აიღონ პასუხისმგებოლობა სასწავლო პროცესის ხარისხზე,სკოლაში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნაზე,მოსწავლეებისათვის ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებაზე.’’ („როგორ შევუწყოთ ხელი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას“-ს.ლობჟანიძე, ინტერნეტ გაზეთი maswavlebeli.ge).
  სკოლასა და ოჯახს შორის საგანმანათლებლო-აღმზრდელობით თანამშრომლობას რამდენიმე ძირითადი ფუნქცია აკისრია:ის ემსახურება ინფორმაციის გაცვლას ორ განსხვავებულ ინსტიტუტს შორის,ქმნის ორმხრივი აქცეპტირებისა და ნდობის საფუძველს,ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა მაშინ ენიჭება,როცა ოჯახი და სკოლა განსხვავებული ღირებულებების მატარებლები არიან. თანამშრომლობითი ურთერთობები ოჯახსა და სკოლას შორის ბავშვს შინაგანი გაორებისა და გარემოთან წინააღმდეგობებისაგან იცავს.
  მიუხედავად ძალისხმებისა,მრავალი პედაგოგი უჩივის სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის დეფიციტს.მეც,ჩემი ხანგრძლივი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, ვეთანხმები და აღვნიშნავ,რომ მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობები გაცილებით ადვილია ვიდრე მშბლებთან.
·         რატომ არის მშბელთა აქტიური ჩართულობის მიღწევა რთული?
·         რა არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები,რომლებიც ართულებს ამ ურთიერთობებს?
   ამ გამოწვევის  მთავარი მიზეზი,ჩემი აზრით,ის არის,რომ მშობლები ვერ აცნობიერებენ სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიურობის დადებით ზეგავლენას, შემდეგ დროის არქონა,მშობლების დაბალი მოლოდინები და შესაბამისად განათლების დაბალი დონე. მშობელთა ჩართულობის ფორმები და ხარისხი განსხვავებულია,ის დამოკიდდებულია მშობელთა განათლებაზე,სოციალურ სტატუსზე და ასაკზე. „კვლევები ადასტურებს მშობელთა მაღალი მოლოდინების პოზიტიურ ზეგავლენას შვილების მიღწევებზე. ის მშობლები რომლებსაც უფრო მაღალი მოლოდინები აქვთ შვილების მიმართ,უფრო ჩართულები არიან სასწავლო პროცესში. კვლევები აკავშირებს მშობლის განათლებას შვილის მიმართ მოლოდინებთან. რაც უფრო მაღალია მშობლის განათლების დონე,მით უფრო მაღალი მოლოდინები აქვთ შვილის მიმართ.’’ (მშობელთა ჩართულობა:ჩვენთან თუ ჩვენს წინააღმდეგ?-ა.ჯანელიძე 2017 წ. ინტერნეტ გაზეთი maswavlebeli.ge).
   გარდა ამისა,მშობლებთან პოზიტიური ურთიერთობისათვის მასწავლებლებს სჭირდებათ დიდი ძალისხმევა და ისეთი უნარები,როგორიცაა: ტაქტი,თავაზიანობა,პატივისცემა,აქტიური მოსმენის უნარი,ემპათია,ენთუზიაზმი და სხვა.
   ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებს სოფო ლობჟანიძე დასავლეთის სკოლებში არსებული წარმატებული პრაქტიკის გაცნობასა და ჩვენს სკოლებში დანერგვის საშუალებით ხედავს. „ დასავლეთის სკოლებში სკოლასა და მშობელს შორის თანამშრომლობითი გზები სტრუქტურილებულია სამი ძირითადი კითხვით: 1)რისკენ მივიწრაფვით?-ეს კითხვა აერთიანებს საბოლოო მიზნის მიღწევის ცალკეულ ასპექტებს
2) რის გაკეთება შეგვიძლია?-აღწერილი იქნება ის ღონისძიებები,რომელთა განხორციელებაც ეფექტურია ცალკეული ასპექტების მიზნის მისაღწევად
3) როგორ?-მოყვანილი ინქება ცალკეულ ღონისძიებებთან დაკავშირებული კონკრეტული მაგალითები. „  („როგორ შევუწყოთ ხელი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას’’-ს.ლობჟანიძე,ინტერნეტ გაზეთი maswavlebeli.ge).
   რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამისათვის და როგორ? -პირველ რიგში უნდა შევქმნათ ნდობის ატმოსფერო. მშობლებთან ურთიერთობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. მასწავლებელმა უნდა კითხოს მშობელს რჩევა,გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები,რაც მოსწავლეთა ძლიერი მხარეების გამოყენებაზე იქნება ფოკუსირებული.მშობლის განაწყენების თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს ბავშის უნარების,ცოდნისა და ქცევის დაუსაბუთებელი შეფასებისაგან. მიკერძოება და კრიტიკა უარყოფითად განაწყობს მშობელს. მასწავლებელი მშობელს ჯერ დადებით მხარეებზე ესაუბრება,შემდეგ გადადის პრობლემაზე და ერთად განიხილავენ მოგვარების საშუალებებს. მშობლებთან შეხვედრები უნდა გაიმართოს არა მხოლოდ პრობლემის მოსაგვარებლად,არამედ ახალი ერთობლივი აქტივობების დასაგეგმადაც. მასწავლებელი უნდა იყენებდეს კომუნიკაციის მრავალფეროვან საშუალებებს:მესიჯი,ტელეფონი,სოც.ქსელი,ვიზიტი.
    საქართველოს დაწყებითი განათლების პროქეტის მიერ 2012წელს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა კვლევა,რომლის მიზანი იყო სასკოლო-საგანმანათლებლო პროცესში ჩართული პირების(დირქტორი,მასწავლებელი,მშობელი)აზრის გამოკითხვა მშბელთა ჩართულობის მოდელის შესახებ. საქართველოში არსებული სიტუაციის შესწავლა მშობელთა ჩართულობის მოდელის რეალობაზე მოსარგებლად. აღნიშნულმა კვლევამ დაადასტურა სკოლების ხელშეწყობის აუცილებლობა მშობელთა ჩართულობის მიმართ. გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა,რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მშობლებს განსხვავებული ხელისშმემშლელი ფაქტორები აქვთ.
   საინტერესო და აუცილებელი გახდა გამოგვეკვლია ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორები. არამარტო გამოგვეკვლია,არამედ გადაგვედგა პირველი ნაბიჯი ამ ურთიერთობის განსამტკიცებლად. „ მშობელთა ჩართულობის გზაზე პირველი ნაბიჯი მშობელთა განსხვავებული პერსპექტივების აღიარება,პატივისცემა და მათზე რეფლექსიაა. მნიშვნელოვანია რეფლექსიის პროცესი დიალოგის ნაწილი იყოს-ვკითხოთ მშობლებს რატომ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად სწორედ ასე და არა სხვანაირად? ავუხსნათ ჩვენ რატომ ვფიქრობთ განსხვავებულად. როდესაც ჩვენსა და მშობლის ხედვას შორის დიდი განსხვავებებია,შესაძლებელია მოიძებნოს გადაკვეთის წერტილი,რაზედაც ორივე მხარე შეთანხმდება,რასაც ჩვენ,როგორც პროფესიონალი,ვერ გადავუხვევთ. სად გადის წითელი ხაზი ბავშვის ინტერესების დასაცავად?’’ („ჩვენთან თუ ჩვენს წინააღმდეგ?’’-2017წ. ა.ჯანელიძე ინტერნეტ გაზეთი maswavlebeli.ge.)


თავი IV
4.1   კვლევის სამიზნე ჯგუფი
·         დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები
·         დაწყებითი კლასის მოსწავლეები
·         დაწყებითი კლასის მასწავლებლები
4.2  კვლევის მეთოდები
·         დაკვირვება-დაკვირვების სუბიექტები იყვნენ დ/კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. ამ მეთოდს მივმართე იმისთვის,რომ დამედგინა რამდენად მოწესრიგებული ჰქონდათ სასწავლო ნივთები,რამდენად მომზადებულები მოდიოდნენ,რა მიზნით აცდენდნენ გაკვეთილებს და რამდენად იყვნენ მშობლები დაინტერესებულნი შვილების სწავლით.
·         გამოკითხვა-აღნიშნული მეთოდი გამოვიყენე კოლეგებთან,დაწყებითი კლასების დამრიგებლებთან,რათა გამერკვია რა მდგომარეობა იყო მათ სადამრიგებლო კლასებშიც მოსწავლეთა სწავლის ხარისხის,დასწრებისა და მშობელთა ჩართულობის მხრივ
·         ანკეტირებული გამოკითხვა-(დახურული  კითხვებით)გამოვიყენე პირველ და მეორე კლასის მოსწავლეებთან,რათა რაოდენობრივად დამედგინა რამდენ მოსწავლეს ჰქონდა სახლში სამეცადინო კუთხე და რამდენს ეხმარებოდნენ მშობლები გაკვეთილის მომზადებაში და სხვა ინფორმაცია.
·         ანკეტირება-ეს მეთოდი გამოვიყენე პირველი და მეორე კლასის მშობლებთან და მესამე დამეოთხე კლასის მოსწავლეებთან კითხვები მომზადდა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის. კითხვარები იყო ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება პასუხის გაცემის დროს,გულწრფელია და მისი პასუხიც ზუსტი და სანდოა.
·         ფოკუს ჯგუფი-მიზნობრივად შერჩეულ შვიდ მშობელთან გავმართეთ დისკუსია, მშობლებს შევუქმენით ისეთი ატმოსფერო,რომ თავი კომფორტულად ეგრძნოთ და ყოფილიყვენენ გულახდილნი აღნიშნულ პრობემებთან დაკავშირებით, გავაცნობიერებინეთ,რომ მათი შვილებიც ისწავლიან ყველაზე უკეთ, თუკი არ გააცდენენ გაკვეთილებს და უფრო მეტ დროს დაუთმობენ შვილების აღზრდა-განათლებას.


 
აქტივობა
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის შერჩევა






პრეზენტაცია დაწყებით კათედრაზე პრაქტიკული კვლევის საჭიროებებთან დაკავშირებით






შეხვედრა სკოლს დირექტორთან და პრობლემის იდენტიფიცირება






საკვლევი კომისიის ჩამოყალიბება






კითხვარების შედგენა და დამუშავება






მეორადი მონაცემების შეგროვება






მეორადი მონაცემების ანალიზი






მიღებული შედეგების ანალიზი






სავარაუდო ინტერვენციების განხილვა






ინტერვენციების განხორციელება

ინტერვენციების შედეგების ანალიზი






პრეზენტაცია დირექტორთან და დ/კლასების კათედრის წევრებთან,შედეგების გაცნობა























თავი V
კვლევის შედეგები
5.1   მონაცემთა ანალიზი
 ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა,რომ მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში მოდიოდა მოუწესრიგებელი,მოუმზადებელი.არ ჰქონდათ სასწავლო ნივთები და ხშირად უმიზეზოდ აცდენდნენ გაკვეთილებს. დასვენებებზე დ/კლასისი მოსწავლეებს ერთმანეთში მოსდიოდათ კონფლიქტი, იპარებოდნენ სკოლის ეზოს გარეთ მაღაზიაში, ხმაურებდნენ მიკროავტობუსში. დანარჩენი კლასების დამრიგებლების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა,რომ მათ სადამრიგებლო კლასებშიც მეტ-ნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა იყო,იქაც იყვნენ სწავლის უნარის მქონე მოსწავლეები რომელთაც არ ჰქონდათ სახარბიელო აკადემიურო მოსწრება,არ სწავლობდნენ გაკვეთილებს და ხშირად აცდენდნენ. მშობლები იშვიათად აკითხავდნენ შვილებს,ისმენდნენ მასწავლებლის რჩევას,მაგრამ არაფერს აკეთებდნენ მასწავლებლის დასახმარებლად.
·         ანკეტირებული გამოკითხვა(დახურული კითხვებით) გამოვიყენე დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან და დავადგინე შემდეგი რაოდენობრივი მონაცემებ
ა. საშინაო დავალების შესრულებაში ეხმარებათ დედა და ოჯახის სხვა წევრი 51%-ს
ბ. მამა-1%-ს
გ.არავინ,ანუ დამოუკიდებლად მეცადინეობს 48%


2. საშინაო დავალებად მიცემულ სასწავლო ტექსტებს კითხულობენ:
ა.  ერთხელ-47%
ბ.    ორ-სამჯერ-25%
გ. ბევრჯერ-28%

3. თავისუფალ დროს:
ა. კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას-25%
ბ.   კომპიუტერთან და ტელევიზორთან ატარებს-46%
გ.  თამაშობენ მოძრავ თამაშებს-29%

4.გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენის მიზეზებია:
ა.  დაზარება,დილით დაძინება-7%
ბ.  მშობლების მიერ სხვაგან წაყვანა-22%
გ. გაკვეთილების არ მომზადება-6%
დ. უმიზეზოდ არ აცდენენ-65%

   მოსწავლეთა ანკეტირებული გამოკითხვით დავადგინე,რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი დამოუკიდებლად მეცადინეობს,ცოტა დროს ანდომებენ გაკვეთილების მომზადებას და შესაბამისად ცოდნა ზედაპირულია. თავისუფალ დროს კი ძირითადად კომპიუტერთან და ტელევიზორთან ატარებენ.
   მშობელთა ანკეტირებული გამოკითხვით დავადგინე,რომ მათი აზრით.
1.      ბავშვის აღზრდა-განათლების საქმეში მთავარი პასუხისმგებლობა ენიჭება
ა.  ოჯახს-20%
ბ.   სკოლას,მასწავლებელს-16%
გ.  ბავშვს-2%
დ.  ყველას ერთად-72%

2.      საკუთარი ნივთების გაფრთხილება-მოწესრიგებას აჩვევენ

ა.  დიახ-63%
ბ. ზოგჯერ-21%
გ. არა-16%


3.რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს რომლებიც გიშლით ჩაერთოთ შვილების აღზრდა-განათლების საქმეში?

ა. დროის არ ქონა,სამსახური-11%
ბ. არ იცით რა გააკეთოთ-31%
გ. უნდობლობა სკოლის მასწავლებლის მიმართ-2%
დ. კომუნიკაციის არ ქონა-42%
ე.სკოლაში მიღებული ნეგატიური ინფორმაცია-5%
ვ.ეკონომიური გაჭირვება-9%


  ამ მონაცებემის გაანალიზებით დავადგინეთ,რომ მშობელთა უმრავლესობა სწავლაზე პასუხისმგებლობას მართებულად ანიჭებს ყველას ერთად:ოჯახს,სკოლას,ბავშვს. ხელისშემშლელი ფაქტორებიდან კი ძირითადად გამოიკვეთა კომუნიკაციის ნაკლებობა და არცოდნა იმისა,თუ როგორ დაეხმარონ შვილებს.
    მეორადი მონაცემების ანალიზის შედეგად შევარჩიეთ შვიდი მშობელი,რომელთა შვილები ძალიან ბევრს აცდენდნენ და საერთოდ მოუმზადებლები მოდიოდნენ. მშობლებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს საშუალებით დავადგინეთ,რომ ოთხ მშობელს აქვს განათლების ძალიან დაბალი დონე და საერთოდ არ შეუძლია ამეცადინოს შვილი,ხოლო სამი მშობელი კი მთელი დღე მუშაობს,იმისთვის რომ გამოკვებოს ოჯახი და არ სცალიათ.


  თავი VI
6.1  კვლევის მიგნებები

  მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელობანი მიგნება:
·         დ/კლასების დამრიგებლები მშობლებთან კონტაქტის დროს ძირითადად ყურადღებას ამახვილებდნენ სწავლის პროცესში არსებულ ნეგატიურ მხარეებზე, რაც უარყოფით განხილვას ახდენდა მშობლებზე
·         დაწყებითი კლასების მშობლების სწავლის პერიოდი ძირითადად მოიცავდა იმ წლებს,როდესაც საქართველოს საჯარო სკოლებში ძალიან დაბალი იყო სწავლების დონე და შესაბამისად მშობელთა განათლების დონეც დაბალია.ამიტომ მათ არშეუძლიათ სრულფასოვანი დახმარება გაუწიონ შვილებს
·         ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გამო მშობლებს უწევთ მთელი დღე-დილიდან საღამომდე დამქანცველი მუშობა (ბაზრობა,დაქირავებული დღიური მუშა და ხსვა) ამიტომ დრო აღარ რჩებათ შვილებისათვის
·         მშობელთა ერთი ნაწილი ვერ აცნობიერებს რეალური ცოდნის მნიშვნელობას,მათთვის მთავარია მაღალი ქულები და არა ცოდნა(ხშირად თვითონ უწერენ დავალებებს)
·         მშობელთა ერთი ნაწილი მზად არის რომ ჩაერთოს შვილის სასკოლო საქმიანობაში,მაგრამ არიცის რა გააკეთოს

·         მშობელთა მცირე ნაწილი კი საერთოდ გურგრილია და არც კვლევაში მიიღო მონაწილეობა
6.2   შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის,მონაცემების ანალიზისა და მიგნებების საფუძველზე შევიმუშავეთ სავარაუდო ინტერვენციების სახეობების რამდენიმე ვარიანტი:
1.       დ/კლაების მასწავლებლებსა და მშობლებს შორის აქტიური და პოზიტიური კომუნიკაციები სხვადასხვა ინსტრუმენტებით(ტელეფონი მესიჯი განცხადებების დაფა)
2.      დასვენებებზე მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით მშობელთა მორიგეობა
3.      ღია კარის დღეები და ღია გაკვეთილები მშობლებისათვის, სადაც დაწყებითი კლასის მასწავლებლები მეთოდურ დამარებას გაუწევენ მშობლებს;
4.      საგნის მასწავლებლების მიერ დამატებითი მეცადინეობების ჩატარება საჭიროების დროს
5.      მშობელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით თითოეულ კლასში მრავალფეროვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების და ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულება


6.3 განხორციელებული ინტერვენციები და ცვლილებები:
1.     პირველი ინრვენცია წარმოადგენდა შეხვედრას დ/კლასების მასწავლებლებსა და მათ მოსწავლეებს შორის. შეხვედრაზე განხორციელდა შემდეგი:
ა.კვლევის შედეგების  გაცნობა და განსახორიცელებელი ინტერვენციების ერთობლივი დაგეგმვა მშობელთა ჩართულობით
      ბ.მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება
      გ.სისტემატური კომუნიკაციის მიზნით საინფორმაციო დაფების შექმნა ყველა კლასში,სადაც ახალ ინფორმაციასთან ერთად განთავსდება ,,დადებითი’’ ინფორმაცია(შექება,მდალობა მოსწავლეებისა და მშობლების მიმართ) ხოლო არასასურველ ინფორმაციის კონფიდენციალური მიწოდება
    დ. ღია კარის დღე-კვირაში ერთხელ მშობლები მასწავლებლებისაგან მიიღებენ მათთვის სასურველ მეთოდურ დახმარებას
   ე.  მშობლებს დაურიგდათ კლასების მიხედვით ჯიფრაიდის მიერ მოწოდებული ,,აქტივობების კრებული მშობლებისათვის’’, რომლებიც შესანიშნავი გზამკვლევებია მშობებისათვის თუ სად,როდის და როგორ დაეხმარონ შვილებს აზროვნების მეტყველების და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში.
2.      პროექტი-,,ლექსები უბის წიგნაკში’’. თითოეულმა კლასის ხელმძღვანელმა აირჩია ასაკის შესაბამისი ლექსები,აგრეთვე თითოეულმა მშობელმა შვილებთან ერთად შეარჩია თითო ლექსი,გადაწერეს გასარკვევი კალიგრაფიით თაბახის ფურცელზე.მასწავლებლის და მშობლების მიერ შერჩეული ლექსები გადამრავლდა ქსეროქსით,აიკინძა პატარა წიგნაკებად და დაურიგდათ ბავშვებს,სახლში მშობლებთან ერთად ხდებოდა ლექსების სისტემატიური განმეორებითი კითხვა,რამაც ხელი შეუწყო როგორც კითხვის ტექნიკის ამაღლებას,პოეზიის სიყვარულის ჩანერგვას,ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და რაც მთავარია მშობელთა ჩართულობის გაზრდას.
3.      ინტერვენცია-,,მოხალისე მშობელი’’. გულისხმობს მშობლების მიერ გაკვეთილის ჩატარებას, სურვილის მიხედვით შეარჩევს მშობელი რომელიმე საგანს და მასწავლებლის დახმარებით ჩაატარებს გაკვეთილს.მე ავირჩიე ხელოვნების გაკვეთილი,ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით ბუნებრივი მასალებისგან დაამზადეს სხვადასხვა ნაკეთობები,რომლებიც შემდგომ გამოვფინეთ,ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მშობლების შემოქმედებითი უნარების გამოვლენას დაკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას და სკოლასთან დაახლოებას.
4.      გამოფენის მოწყობა კლასებში. გამოიფინა სახლში მშობლებთან ერთად დამზადებული ნაკეთობები,კონკურსზე მიღებული სიგელები და სერთიფიკატები,ექსკურსიებზე,ლაშქრობებზე და ღონისძიებებზე გადაღებული ფოტო სურათები.
5.      ყველა კლასში ჩატარდა საახალწლო ზეიმი,კარნავალი სადაც თოვლის ბაბუები იყვნენ მშობლები
6.      ჩავატარეთ ღია საჩვენებელი გაკვეთილები მშობლებისათვის,მიზანი იყო მშობლებს თივთონ ენახათ,მოესმინათ თავიაანთი შვილების აქტიურობა და დონე,აგრეთვე როგორ სჭირდებათ და იყენებენ მასწავლებლების მიერ შეთავაზებულ თვალსაჩინოებებს
7.      მშობლებმა მასწავლებლების დახმარებით დაამზადეს თავიაანთი შვილებისათვის სასწავლო თვალსჩინოებები. ჩემს სადამრიგებლო-1 კლასში დავამზადეთ მუყაოსაგან მოძრავი ციფრების კონპლექტები,რიცხვთა შედგენილობის ცხრილები,,,კუბურების’’ სვეტები-ათეულზე გავლით შეკრება-გამოკლების გათვალსაჩინოებისთვის. საანბანო ლოტო და სიტყვათა კედლები. მშობლებმა მიიღეს მათი გამოყენებისა და დანიშნულების ინსტრუქცია.
8.      კლასში გაიმართა ვიქტორინა-კონკურსი მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ,,გამოიცანი ტექსტი’’ , რაც შემდეგს გულისხმობს: ჯიფრაიდის მიერ მოწოდებული კლასგარეშე ლიტერატურა მშბლებმა სახლში წაიკითხეს და წააკითხეს შვილებს,როდესსაც ყველა წიგნი წაიკითხეს გაიმართა კონკურსი,მშობლები და შვილები ეჯიბრებოდნენ ტექსტის გამოცნობაში და კითხვებზე პასუხის გაცემაში.
9.      კლასის ხელმძღვანელებმა განვახორციელეთ სადამრიგებლო კლასებში თვითნაკეთი წიგნების დამზადება.შესაძლებლობების მიხედვით. პირველ კლასში შევქმენით იაკოსბის მცირე დიდქტიკური ტექსტების ხელნაწერი კრებული თვითოეული ბავშვისთვის,რომლებსაც კითხულობენ როგორც სახლში,ასევე გაკვეთილებზე განმეორებითი კითხვის მეთოდით.
10.  საკლასო ბიბლიოთეკების შექმნა-ყველა კლასში მშობლემა შეიძინეს საბავშვო წიგნები,რომლებიც გაერთიანდა საკლასო ბიბლიოთეკაში. დამრიგებლის ორგანიზებით ბავშვები ამ წიგნებს ცვლიდნენ ერთმანეთში,კითხულობდნენ სახლში, მშობლები ეხმარებოდნენ შთაბეჭდილებების რვეულის წარმოებაში.მაწავლებელი კლასის საათზე ახდენდა დისკუსიას წაკითხულის შესახებ და ახალისებდა წარმატებულ მშობელს და მოსწავლეს.
11.  პროექტი-,,ვსწავლობთ დედა ისტორიას’’. მეთოდის-,,ვიცი,ვისწავლე,მიდა მეტი ვიცოდე’’ გამოყენებით მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით კომპიუტერით და მასწავლებლის მიერ მითითებული ლიტერატურით მოიპოვეს ინფორმაცია საქართველოს სახელოვანი მეფეებისა და გმირული წარსულის შესახებ. მოპოვებული ინფორმაციები გაერთიანდა თაბახის ფურცლებზე და აიკინძა დიდი წიგნის ფორმატით.
12.  ექსკურსიები და ლაშქრობები-თითოეულმა კლასის ხელმძღვანელმა მშობლებთან ერთად შეარჩია საქსკურსიო მარშრუტი, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა ერთად დაათვალიერეს კახეთის,ქართლის,თბილისის ღირსსშესანიშნავი ადგილები. პირველი კლასის მოსწავლეებმა დედაენის ძეგლთან გამართეს საზეიმო დილა,შემდეგ დაათვალიერეს ნარიყალა და ბოტანიკური ბაღი.
13.  მესამე და მეოთხე კლასის დამრიგებლებმა განახორციელეს მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი დასწრება კინო სეანსებზე.

თავი VIII
8.1 ინტერვენციების შედეგები და შეფასება

   ზემოთ ჩამოთვლილი ინტერვენციები მიმდინარეობდა 6 თვის მანძილზე დეკემბრიდან მაისის ჩათვლით,მათ აშკარად დადებითი ცვლილებები მოახდინეს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა სწავლებაში,გაიზარდა მშობელთა კომუნიკაციის და ჩართულობის დონე,საგრძნობლად ამაღლდა მათი მოტივაცია,ისინი გამიზნულად და ნაყოფიერად ჩაერთნენ შვილების სწავლების საქმეში,ამაღლდა მათი პასუხისმგებლობა და მასწავლებლისადმი ნდობის დონე,გახდნენ უფრო მომთხოვნი შვილების მიმართ,შესაბამისად გაიზარდა მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებების ხარისხი,სასწავლო წლის მეორე ნახევარში იკლო გაცდენილი საათების რაოდენობამაც,ყოველივე ეს კი დადებითად აისახა მოსწავლეების აკადემიურ დონეზე.
  კათედრის წევრებმა გადავწყვიტეთ მომვალ სასწავლო წელს განვაგრძოთ აღნიშნული პროექტი და დავაარსოთ მშობელთა კლუბი.ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით, გადავწყვიტეთ წესად შემოვიღოთ მხიარული სტარტების ჩატარება დ/კლასებისმოსწავლეებს შორის, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან მათი მშობლებიც, ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან  კლასების მიხედვით.  ვეცდებით ისეთი აქტივობების მოფიქრებას,სადაც საჭირო გახდება მამების მონაწილეობა,რომ მათაც შეიტანონ წვილი შვილების აღზრდა-განათლებაში.

                                               დასკვნა
  ჩემს მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე ( კვლევა ეხებოდა მშობელთა ჩართულობის დონის ამაღლების გზების ძიებას) შემიძლია დავასკვნა,რომ დაწყებითი კლასების მშობელთა დაბალი ჩართულობის მიზეზები იყო:
1.      კომუნიკაციის ნაკლებობა მასწავლებლებსა და მშობლებს შორის
2.      მშობელთა დაბალი მოტივაცია,უნდობლობა მასწავლებლების მიმართ და არცოდნა იმისა თუ რა ეკეთებინათ.
3.      მათი ჩართულობის მნიშვნელობის გაუცნობიერებლობა
4.      მშობელთა განათლების დაბალი დონე
5.      ქვეყანაში არსებული მძიმე სოლიალურ-ეკონომიური მდგომარეობა.
 აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად დაიგეგმა და განხორციელდა მრავალფეროვანი და მიზანმიმართული აქტივობები,რომლებმაც თვალშისაცემი დადებითი შედეგები გამოიღო, სკოლაში შეიქმნა კეთილგანწყობილი გარემო,სადაც კარი ღიაა ყველა მშობლისათვის,ურთიერთობის პროცესში ფოკუსირება ხდებოდა მოსწავლეთა ძლიერ მხარეებზე და ერთობლივად ვეძიებდით გზებს პრობლემების გადასაჭრელად. გარდა ამისა გაჩნდა იდეა,რომ მომავალ სასწავლო წელს დავაარსოთ მშბელთა კლუბი,სადაც წავახალისებთ და დედებთან ერთად გაწევრიანდებიან აქტიური მამები. გამიზნული გვაქვს მოვისმინოთ მათი იდეები და შეძლებისდაგვარად განვახორციელოთ. გადავწყვიტეთ მომავალი სასწავლო წლიდან დავიწყოთ მხიარული სტარტების ჩატარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის,სადაც ჩართულნი იქნებიან მშობლებიც და ისინიც მიიღეებენ შეჯიბრში მონაწილეობას კლასების მიხედვით.

                      



დანართი 1
კითხვარი მოსწავლეებისათვის

მოგესალმებით!
 ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის ხარისხის გამუჯობესების მიზნით. თქვენი,როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის,თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია,არარის საჭირო კითხვარზე სახელის და გვარის მითითება.
1.     ვინ გეხმარებათ საშინაო დავალებების მომზადებაში? ა. დედა  ბ.მამა  გ.ოჯახის სხვა წევრი    დ. არავინ
2.     რამდენჯერ კითხულობთ გაკვეთილის ტექსტს იმისთვის რომ გამართულად წაიკითხოთ,გადმოსცეთ თხრობით ან ზეპირად? ა. ერთხელ   ბ.ორ-სამჯერ   გ. ბევრჯერ
3.     ვინ გიმოწმებთ გაკვეთილის მომზადების ხარსიხს და დავალებების სიწრორეს? ა. დედა    ბ. მამა  გ. ოჯახის სხვა წევრი   დ. არავინ
4.     როგორ და ვისთან ატარებთ თავისუფალ დროს?  ა. ვკითხულობ კლასგარეშე ლიტერატურას   ბ.ვუყურებ ტელევიზორს და ვერთობი კმპიუტერით  გ. ვთამაშობ მეგობრებთან ერთად
5.     რა არის თქვენგან გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენის ხშირი მიზეზი?  ა. დამეზარა წასვლა,დამეძინა   ბ. მშობლებმა სხვაგან წამიყვანეს   გ. გაკვეთილები არ მქონდა მომზადებული  დ.უმიზეზოდ არ ვაცდენ

                           

დანართი 2
კითხვარი მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,რაც აუცილებელია თქვენი შვილების წარმატებებისათვის. თქვენი, როგორც მშბლის მონაწილეობა ძაიან მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელებისათვის.  თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია, არ არის საჭირო კითხვარზე სახელის და გვარის მითითება. გთხოვთ იყოთ გულწრფელები.
1.      ბავშვის აღზრდა-განათლების საკითხში მთავარი პასუხისმგებლობა ენიჭება: ა. ოჯახს   ბ. სკოლას, მასწავლებელს  გ. ბავშვს   დ. ყველას ერთად
2.      ეხმარებით თუ არა შვილებს გაკვეთილების მომზადებაში? ა: დიახ  ბ.ხანდახან გ. არა
3.      აჩვევთ თუ არა შვილებს სასწავლო ნივთების მოვლა-მოწესრიგებას?  ა.დიახ   ბ. ზოგჯერ  გ. არა
4.      რას ნიშნავს მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში? ა.სკოლაში ხშირ სიარულს და ინფორმაციის მიღებას  ბ. გაკვეთილების მომზადებაში დახმარებას  გ. სასწავლო თვალსაჩინოებებისა და სხვა რესურსების შექმნა-დამზადებას  დ. თავოსუფალი დროის  შვილებისთვის დათმობას   ე. ყველას ერთად
5.      რა ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს,რის გამოც აქტიურად ვერ ერთვებით სასკოლო ცხოვრებაში? ა. დროის არ ქონა -სამსახური  ბ. არ იცით როგორ ჩაერთოთ, რა გააკეთოთ   გ. უნდობლობა სკოლის, მასწავლებლების მიმართ   დ. კომუნიკაციის არ ქონა   ე. სკოლაში ცუდად მხვდებიან ვ. ეკონომიკური გასაჭირი, სიღარიბე
6.      განათლება:   ა) უმაღლესი   ბ) საშუალო    გ) არასრული საშუალო
7.      რა საქმიანობით ხართ დაკავებული? : ა) საჯარო სამსახური   ბ) დროებითი სამუშაო     გ) დიასახლისი 
დანართი 3
 მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
N:
გვარი/სახელი
გაცდენა
დაგვიანება
ყოფა-ქცევის დარღვევა გაკვეთილზე
გაკვეთილის არცოდნა
წერითი დავალებების შეუსრულებლობა
სასწავლო ნივთებისა და ინვენტარის დაზიანება
ხმაური და უწესრიგობა სკოლის მიკრო ავტობუსში
კომფლიქტი კლასელებთან და ბულინგი
1









2









3










                          
    გამოყენებული ლიტერატურა:   
[ 1]                       „ მშობელთა ჩართულობა“- რეკომენდაციები დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის
[ 2]                       „სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად’’ ი.აბულაძე 2014 წელი ინტერნეტ გაზეთი maswavlebeli.ge
[ 3]                       „როგორ შევუწყოთ ხელი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას’’-ს.ლობჟანიძე ინტერნეტ გაზეთი maswavlebeli.ge
[ 4]                       „მშობელთა ჩართულობა:ჩვენთან თუ ჩვენს წინააღმდეგ?’’-ა.ჯანელიძე 2017წელი maswavlebeli.ge




No comments:

Post a Comment